Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გაეროს ანგარიში „მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026 წლისთვის“: 2026 წელს საქართველო კავკასიაში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს და ლიდერი იქნება

მარშალ პრესი 09/01/2026
gaero

gaero

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026 წლისთვის.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში 2025 წელს დაფიქსირებული ძლიერი ეკონომიკური ტენდენციები მომავალ წელსაც გაგრძელდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა ორმა საკვანძო სექტორმა: ტურიზმმა და მშენებლობამ.

გაეროს ექსპერტების ვარაუდით, 2026 წელს საქართველო კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი იქნება.

პროგნოზირებული 5.4%-იანი ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს:

საქართველო – 5.4%
სომხეთი – 4.8%
აზერბაიჯანი – 2.7%
ანგარიში ასევე ეხება აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებსაც. 2026 წლის პროგნოზით, საქართველოს ზრდის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება უკრაინისა და მოლდოვის მოლოდინებს:

უკრაინა: 2.3%

მოლდოვა: 2.5%

Post navigation

Previous: ეს ადამიანები ხავსს ეჭიდებიან. დაინახეს, რომ ეს თემა ჩავარდა, საზაგოდოებამ არ დაიჯერა და კიდევ ერთხელ ცდილობენ, ამ თემიდან ახალი სკანდალის შექმნას
Next: მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.