Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ეს ადამიანები ხავსს ეჭიდებიან. დაინახეს, რომ ეს თემა ჩავარდა, საზაგოდოებამ არ დაიჯერა და კიდევ ერთხელ ცდილობენ, ამ თემიდან ახალი სკანდალის შექმნას

მარშალ პრესი 09/01/2026
levan maxashvili

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი 2024 წლის დეკემბრის ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების გავრცელებულ ვიდეორგოლზე საუბრობს, რომელშიც „ისინი აცხადებენ, რომ „ქიმიური მოწამვლის“ შედეგად დაზარალდნენ და „დასავლელ მეგობრებს“ საქმის გამოძიებაში დახმარებას სთხოვენ“.

დეპუტატის შეფასებით ეს ადამიანები ცდილობენ, ამ ამბით ახალი სკანდალი შექმნან.

„ამ ადამიანებმა ამბავი მოიფიქრეს. სცადეს, ამ ამბავისგან შეექმნათ სკანდალი. მოიწვიეს მედიები, დახარჯეს უამრავი თანხა, მოაბილიზეს თავიანთი აქტივისტები, მაგრამ ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის საბედნიეროდ საგამოძიებო უწყებებმა ექვს დღეში გააცამტვერეს ეს ტყუილი და გამოიტანეს სააშკარაოზე. ახლა რასაც ცდილობენ, არის ის, რომ ეჭიდებიან ხავსს, ცდილობენ, ეს თემა ისევ გაასკანდალონ, დაინახეს, რომ ეს თემა ჩავარდა, საზაგოდოებამ არ დაიჯერა და კიდევ ერთხელ ცდილობენ ამ თემიდან ახალი სკანდალის შექმნას. საზოგადოებამ ყველაფერი იხილა, ისიც დაინახა, რომ რეალურად ამ ამბავს იყენებდნენ ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ჰიბრიდული შეტევის ერთ-ერთ კომპონენტად და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვეღარ შეძლებენ მსგავსი ტყუილებით საზოგადოება ემოციებზე წამოიკიდონ“-განაცხადა ლევან მახაშვილმა.

 

Post navigation

Previous: ვხედავთ, რომ მსოფლიოში დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიცც ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამლის თემაში, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი
Next: გაეროს ანგარიში „მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026 წლისთვის“: 2026 წელს საქართველო კავკასიაში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს და ლიდერი იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.