Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს წერილი გაუგზავნა – „თქვენ ყოველთვის მტკიცედ დგახართ პრინციპების დასაცავად, რწმენა, ოჯახი, სუვერენულობა, აშშ ამ სიმამაცით აღფრთოვანებულია“

მარშალ პრესი 09/01/2026
donald trump

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საარჩევნო კამპანიაში წარმატებები უსურვა.

10 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, რომელსაც ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში ავრცელებს მინაწერით – „სიყვარულით ვაშინგტონიდან!“, ტრამპი ორბანს უნგრეთში მოწვევისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი გუნდი „კონტაქტზე იქნება“.

„თქვენი ლიდერობა მაგალითი უნდა იყოს მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის. თქვენ ყოველთვის მტკიცედ დგახართ, რათა დაიცვათ პრინციპები, რომლებიც უნგრეთს ასეთ საოცარ ადგილად აქცევს – რწმენა, ოჯახი და სუვერენულობა. ამერიკა ამ სიმამაცით აღფრთოვანებულია. ამასთან, მე მსურს, წარმატება გისურვოთ უნგრეთში თქვენს საარჩევნო კამპანიაში“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის წერილში.

Post navigation

Previous: რუსეთ – უკრაინის დაუსრულებელი ომის ფონზე ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას. პირიქით, ის თვითონ ხდება კრიზისების გამწვავების აქტორი. ეს ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული მმართველობის შედეგია
Next: არჩილ გორდულაძე – ევროკავშირის არარჩეულ ბიუროკრატიაში არ არსებობს ქვეყნებისადმი პატივისცემა, შესაბამისად, ქართულ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მათი განცხადებების იმედი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.