Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსეთ – უკრაინის დაუსრულებელი ომის ფონზე ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას. პირიქით, ის თვითონ ხდება კრიზისების გამწვავების აქტორი. ეს ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული მმართველობის შედეგია

მარშალ პრესი 09/01/2026
levan nikoleishvili

დღევანდელი ევროპა, ევროკავშირის ფრთის ქვეშ, კატასტროფის ზღვრამდეა მიიყვანილი. პოლიტიკური თვალსაზრისით, წევრი ქვეყნების მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება, თუმცა აშკარად იზრდება სურვილი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

ეკონომიკური და სოციალური კრიზისები სისტემურ ხასიათს ატარებს: უმუშევრობა მაღალ ნიშნულზე რჩება, სოციალური დაზღვევის მექანიზმები არა მხოლოდ არასაკმარისია, არამედ ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნებს ვერ პასუხობს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი. როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, საინფორმაციო კამპანია ლოზუნგით „უკრაინა იგებს, რუსეთი მარცხდება“ ევროპელების გადასახადის გადამხდელთა მილიარდებს შთანთქავს, მაშინ როცა მოქალაქეები ყოველდღიურად ხედავენ ომის შედეგებს. „ნამდვილად არ მსურს ნეგატიური პათოსი, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით.

დღევანდელი ევროპა, ევროკავშირის ფრთის ქვეშ, კატასტროფის ზღვრამდეა მიყვანილი. პოლიტიკური თვალსაზრისით, წევრი ქვეყნების მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება, თუმცა აშკარად იზრდება სურვილი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ეკონომიკური და სოციალური კრიზისები სისტემურ ხასიათს ატარებს: უმუშევრობა მაღალ ნიშნულზე რჩება, სოციალური დაზღვევის მექანიზმები არა მხოლოდ არასაკმარისია, არამედ ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნებს ვერ პასუხობს. ზამთრის დადგომასთან ერთად ამ პრობლემები კიდევ უფრო მძიმდება: ენერგორესურსების სერიოზული დეფიციტი, გათბობის მაღალი საფასური და ბიუჯეტური შეზღუდვები ფართო მოსახლეობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. ეს რეალობა არა მხოლოდ ეკონომიკურ სტაბილურობას აზიანებს, არამედ სახელმწიფოებრიობის ელემენტურ ფუნქციონირებასაც უქმნის რისკს.

უსაფრთხოების კუთხით სურათი შემაშფოთებელია. რუსეთ-უკრაინის დაუსრულებელი ომის ფონზე ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას; პირიქით, ის თვითონ ხდება კრიზისების გამწვავების აქტორი. ყველაფერი ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული მმართველობის შედეგია — სისტემატურად არასწორი პოლიტიკა, რომელიც ორგანიზაციას კატასტროფის ზღვრამდე მიჰყავს. რუსეთზე სანქციების დაწესება პარალელურად ენერგორესურსების და სტრატეგიული პროდუქციის გაცვლა-ვაჭრობასთან ერთად წარმოუდგენელ წინააღმდეგობრივ სიტუაციას ქმნის. შექმნილი ილუზია და საინფორმაციო ომი ლოზუნგით „უკრაინა იგებს, რუსეთი მარცხდება“ ევროპელების გადასახადის გადამხდელთა მილიარდებს ყლაპავს, ხოლო მოსახლეობა თავიანთ ქვეყნებში უშუალოდ ხედავს საომარი მოქმედებების დამაზიანებელ გავლენას სამუშაო ადგილების სტაბილურობაზე და სოციალურ ფასეულობებზე. ევროპის ლიდერებმა მიაღწიეს იმას, რომ არა მხოლოდ კომფრომტაციაში არიან სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან, არამედ ევროპის მთავარი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, ნატო, ფაქტობრივად კარგავს ფუნქციას. რეალური სტაბილურობა კი მხოლოდ იმ ქვეყნებშია, რომლებიც არც სამხედრო, არც ეკონომიკურ ბლოკებს არ ეკუთვნიან და დამოუკიდებლად განაგებენ თავიანთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მომავალს.“ – წერს ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: სასიამოვნოა მორიგი დასტური ვაშინგტონიდანაც, რომ “ქართული ოცნება” უზუსტესია ამორფული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში, თუმცა ამ ტრანსატლანტიკურ ჯახში საქართველოს რყევის მცდელობათა საფრთხეების მინიმიზაცია აუცილებელია, ასეც იქნება
Next: დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს წერილი გაუგზავნა – „თქვენ ყოველთვის მტკიცედ დგახართ პრინციპების დასაცავად, რწმენა, ოჯახი, სუვერენულობა, აშშ ამ სიმამაცით აღფრთოვანებულია“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.