Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული

მარშალ პრესი 08/01/2026
zaal anjaparidze

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. ანჯაფარიძის შეფასებით, უცხოელების მიერ დანიშნული მოსამართლეები უდრის გარე ძალებისთვის ჩვენი სასამართლო სისტემის ლანგრით მირთმევას.

„საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული. ეს პირდაპირ ურტყამს ქვეყნის სუვერენიტეტს, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, უცხოელების მიერ დანიშნული მოსამართლეები = გარე ძალებისთვის ჩვენი სასამართლო სისტემის ლანგრით მირთმევა.

ვენეციის კომისიის დატოვებით, აშშ-მ ბევრი რამ თქვა ამ უკვე პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაქცეული ორგანოზე. ამას გარდა, ის რეკომენდაციებით შეფუთული მოთხოვნები, რასაც ევრობიუროკრატია საქართველოს უყენებს ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ, ფაქტიურად გულისხმობს ჩვენი საზოგადოების ტრადიციული ცხოვრების და კულტურის ამოყირავებას, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. მე მგონი, ერთ დროს ნასროლი ფრაზა “ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი” არათუ გვარიანად გაცვდა, არამედ სულ სხვა, არცთუ დადებითი დატვირთვა შეიძინა, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების ფონზე.“ – წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: ვენეციის კომისია ხშირად სცილდებოდა სამართლებრივ შეფასებას და ჰგავდა პოლიტიკურ დასკვნას, რომელიც საქართველოს ჩარჩოებში ჩასმას ემსახურებოდა – აშშ ამბობს, რომ მსგავსი სტრუქტურები მიკერძოებულია და ვერ ამართლებს საკუთარ არსებობას
Next: აშშ-ს გასვლა ვენეციის კომისიიდან ცალსახად ნიშნავს, რომ ვაშინგტონი აღარ აღიარებს ევროპულ ნორმატიულ იურიდიულ არბიტრაჟს სავალდებულო ინსტრუმენტად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.