Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და მივყვებით მას. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ეროვნული ამოცანა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა

მარშალ პრესი 08/01/2026
shalva papuashvili

ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და მივყვებით მას. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ეროვნული ამოცანა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მამუკა ფიფიას განცხადებაზე საუბრისას, რომელიც გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობის აღსადგენად დაიდოს გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავსი შეთანხმება.

მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობის მთავარი წინაპირობა არის ის, რომ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

„ცნობილია რა წინაპირობებია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენისთვის, რომელთანაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს და ჩვენი პოზიცია ამაშია გამოხატული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტამ გერმანიის ეკონომიკა შეარყია – გერმანიის კანცლერი
Next: ვენეციის კომისია დატოვა აშშ-მა, როგორ პოზიციას დაიკავებს ქართული ოპოზიციური სპექტრი, გააგრძელებს ვენეციის კომისიის უპირობო ავტორიტეტად წარმოჩენას, თუ კვლავ დუმილს ამჯობინებს?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.