Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტამ გერმანიის ეკონომიკა შეარყია – გერმანიის კანცლერი

მარშალ პრესი 08/01/2026
merc

ენერგეტიკის სექტორში რუსეთთან თანამშრომლობაზე გერმანიის უარი ქვეყნისთვის მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებით დასრულდა.

გამოცემა The Telegraph-ის მიმომხილველი კატია ჰოიერი წერს, რომ ათწლეულების განმავლობაში ურთიერთსასარგებლო დამოკიდებულება მოკლე დროში განადგურდა, მკაფიო გეგმის ან მდგრადი ალტერნატივის გარეშე.

ჰოიერი ამტკიცებს, რომ რუსულ ენერგომომარაგებაზე უარის თქმით, ბერლინი ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, სადაც ენერგია ძვირი, არასტაბილური და საბოტაჟისადმი დაუცველი გახდა, რაც ქვეყანას ენერგეტიკაზე დამოკიდებული ინდუსტრიებისთვის არამიმზიდველს ხდის.

„ჩვენ არასწორად შევაფასეთ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე დამოკიდებულება და უსაფრთხოების რისკები“, – აღიარა ბუნდესტაგის წევრმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“ ნორბერტ როტგენმა რუსეთთან თანამშრომლობაზე უარის თქმის შედეგების კომენტირებისას.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გერმანიამ ფაქტობრივად დაკარგა ბერკეტები და მანევრირების უნარი. ქვეყანა ენერგორესურსების დაახლოებით 70%-ს ყიდულობს, თუმცა ვერ ახერხებს ფასების ან მიწოდების პირობების კარნახს. ელექტროენერგიის მაღალი ფასები ოჯახებსა და ბიზნესს აზარალებს, და ინვესტორები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას სხვა ქვეყნებს, სადაც ენერგომომარაგება უფრო პროგნოზირებადია.

„გერმანია ამჟამად ვერ ახერხებს უკეთეს ფასებზე ან პირობებზე მოლაპარაკებას“, – ხაზს უსვამს ჰოიერი.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოლიტიკურ შედეგებს. ეკონომიკური ზეწოლა და ცხოვრების ფასების მატება ზრდის შიდა არასტაბილურობას და მოსკოვთან ურთიერთობების გადახედვის მოთხოვნებს. სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი და ბიზნესის წარმომადგენელი საუბრობს რუსეთთან ვაჭრობის ნორმალიზების აუცილებლობაზე, რადგან ამ რღვევას ხელოვნურად და დამანგრევლად მიიჩნევს.

ამ ფონზე, თეზისი, რომ გერმანიის მოქალაქეები „ზედმეტად იტანჯებიან“, სულ უფრო ხშირად ისმის არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ თავად გერმანიაშიც, ოპოზიციით დაწყებული, მმართველი პარტიების წარმომადგენლებით დასრულებული. როგორც ავტორი ასკვნის, ბერლინის „განქორწინება“ რუსეთთან მტკივნეული და ქაოსური იყო, და მისი შედეგები დიდი ხნის განმავლობაში ზეგავლენას იქონიებს გერმანიის ეკონომიკასა და პოლიტიკას.

Post navigation

Previous: უსაზღვრო კონტრასტია საქართველოში დღეს გათენებულ საშობაო განწყობასა და მის გარშემო არსებულ წყვდიადს შორის
Next: ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და მივყვებით მას. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ეროვნული ამოცანა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.