Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ, რუსეთის დუმის წევრები, იანვარში ვაშინგტონში მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია

მარშალ პრესი 08/01/2026
ana paulina

კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას ინფორმაციით, მან რუსეთის დუმის ოთხი წევრი, სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ, ვაშინგტონში მიიწვია.

ანა პაულინა ლუნა მადლობას უხდის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ამ საკითხში დახმარებისათვის და აცხადებს, რომ დუმის წევრები ვაშინგტონში იანვრის ბოლოს ჩავლენ.

“სახელმწიფო დეპარტამენტისგან მივიღე ნებართვა, რომ რუსეთის დუმის ოთხი წევრი ჩამოვიდეს და კონგრესის წევრებს შეხვდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სხვა საკითხებზე სასაუბროდ. მათ ოფიციალური მოწვევა გავუგზავნე, რათა ამ თვის ბოლოს აქ, ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი), ჩვენთან შეხვედრა გამართონ.
მშვიდობამ ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს და განხილვებს გონიერმა და საღად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა უხელმძღვანელონ. მადლობა სახელმწიფო მდივან რუბიოს ამ საკითხში დახმარებისათვის.” – წერს ანა პაულინა ლუნა X-ზე.

Post navigation

Previous: ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი – მშვიდობა თუ იქნება, ჩვენ შეგვიძლია, უკრაინაში რამდენიმე ასეული ჯარისკაცი გავგზავნოთ
Next: უსაზღვრო კონტრასტია საქართველოში დღეს გათენებულ საშობაო განწყობასა და მის გარშემო არსებულ წყვდიადს შორის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.