Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი – მშვიდობა თუ იქნება, ჩვენ შეგვიძლია, უკრაინაში რამდენიმე ასეული ჯარისკაცი გავგზავნოთ

მარშალ პრესი 08/01/2026
1767818082-robertas-kaunas-1024x683

მას შემდეგ, რაც დასავლელი მოკავშირეები კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმდნენ, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა განაცხადა, რომ ქვეყანას შეუძლია, მშვიდობის დროს უკრაინაში რამდენიმე ასეული სამხედრო გაგზავნოს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის მედია ავრცელებს.

„ზუსტი დეტალების თქმა არ შემიძლია, ჩვენ ჯერ კიდევ დისკუსიის პროცესში ვართ. ჩვენ აუცილებლად შევიტანთ წვლილს უსაფრთხოების გარანტიებში. მშვიდობის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს რამდენიმე ასეული ჯარისკაცი“, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, რობერტას კაუნაისის თქმით, ლიეტუვა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში წვლილს თავადაც შეიტანს, თუმცა მას არ სურს, დააკონკრეტოს, რა საშუალებებით შეუძლია ქვეყანას ამის გაკეთებას.

„არ მინდა, რამეზე ყურადღების გამახვილება, რათა მოგვიანებით ეს ტყუილს არ დაემსგავსოს. თავადაც ხედავთ, როგორ იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია, როგორ იცვლება ის სხვადასხვა მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის საერთო მიზნის შეთანხმება, რომ ლიეტუვა, ევროპა და ამერიკა, უკრაინასთან ერთად, ყველა ღონეს ხმარობენ მშვიდობის მისაღწევად და უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი.

Post navigation

Previous: ამერიკის ენერგეტიკის მდივანი ამბობს, რომ აშშ ვენესუელის ნავთობის გაყიდვებს განუსაზღვრელი ვადით გააკონტროლებს
Next: კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ, რუსეთის დუმის წევრები, იანვარში ვაშინგტონში მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.