Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჩვენი მიზანი ფინეთსა და ევროპაში რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობაა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი რუსეთის ქმედებებზეა დამოკიდებული

მარშალ პრესი 02/01/2026
alexander stub

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ფინეთის ურთიერთობა რუსეთთან სამუდამოდ შეიცვალა, თუმცა, ასევე მუდმივია ისიც, რომ ორი სახელმწიფო ერთმანეთის მეზობელია. სტუბის განცხადებით, ფინეთისა და ევროპის მიზანია რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა.

“ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან სამუდამოდ შეიცვალა. ასევე მუდმივია ის, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია. ჩვენი მიზანი ფინეთსა და ევროპაში რუსეთთან ფუნქციური და მშვიდობიანი ურთიერთობაა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი რუსეთის ქმედებებზეა დამოკიდებული,” – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა. ალექსანდრ სტუბმა ასევე აღნიშნა, რომ “საგარეო პოლიტიკა არასდროს არის შავ-თეთრი; ის სავსეა ნაცრისფერი ელფერებით. ფინეთის ინტერესებშია, რომ სამყარო ისეთი დაინახოს, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს, რომ იყოს.”

Post navigation

Previous: გამოიკვეთა 2026 წლის მთავარი პრიორიტეტები – ვიზრუნოთ ახალგაზრდობაზე, ღირსეულად აღვნიშნოთ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებიდან 1700 წლისთავი და მორიგი გამანადგურებელი დარტყმა მივაყენოთ გლობალური ბოროტების ძალას
Next: „დაე მოიპარონ, ოღონდ არა ჩეხეთის რესპუბლიკიდან“ — ჩეხეთის პარლამენტის სპიკერი, ტომიო ოკამურა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.