Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გამოიკვეთა 2026 წლის მთავარი პრიორიტეტები – ვიზრუნოთ ახალგაზრდობაზე, ღირსეულად აღვნიშნოთ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებიდან 1700 წლისთავი და მორიგი გამანადგურებელი დარტყმა მივაყენოთ გლობალური ბოროტების ძალას

მარშალ პრესი 02/01/2026
DAVID KARTVELISHVILI

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, პრემიერ-მინისტრის და ბიძინა ივანიშვილის საახალწლო მილოცვებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მათი საახალწლო მილოცვების ფონზე გამოიკვეთა 2026 წლის საზოგადოების მთავარი პრიორიტეტები.

„დღეს ჩემთვის არის ახალი წლის უბრალოდ კალენდარული ხუთშაბათი, ცხოვრება გრძელდება და 1 იანვარი დავიწყოთ პოზიტიური ახალი ამბებით, რათა არ ამოვვარდეთ “ფორმიდან”. უწმინდესმა თავის საახალწლო მილოცვაში, აქცენტი გააკეთა ახალგაზრდობაზე და 2026 წელი, უნდა ვაქციოთ ჩვენი ახალგაზრდების გადარჩენის, ნორმალურ საზოგადოებაში დაბრუნების, მოფერების და სახელმწიფოებრივ პროცესებში აქტიური ჩართვის წელიწადად.

თავის საახალწლო მიმართვაში, სახელმწიფოს ცხოვრებაში ქრისტიანული იდენტობის მნიშვნელობაზე, პოლიტიკურ მიღწევებზე და ხელისუფლების იდეოლოგიურ კურსზე მთავარი აქცენტი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, მან ხაზი გაუსვა, რომ „საზოგადოება თვალნათლივ ხედავდა, თუ როგორ ებრძოდა გლობალური, ბოროტი ძალა საქართველოს.

ძალა, რომელსაც არაჯანსაღი ამბიცია აქვს მსოფლიო მმართველობაზე.“ აქედან გამომდინარე, იკვეთება ჩვენი საზოგადოების მთავარი პრიორიტეტები 2026 წელს – ვიზრუნოთ ახალგაზრდობაზე, ღირსეულად აღვნიშნოთ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებიდან 1700 წლისთავი და მორიგი გამანადგურებელი დარტყმა მივაყენოთ გლობალური ბოროტების ძალას, რომელიც ქვეყნის მორალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განადგურებაზე ოცნებობს. გარდა ამისა, უკვე დღეიდან გაიზარდა პენსიების და სოციალური გადახდების პაკეტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ხოლო, რაც ჩემში იწვევდა გარკვეულ კითხვებს და სიფრთხილეს, იმ საკითხის ხორცშესხმაც გადაიდო, რასაც ამ ეტაპზე მივესალმები. საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მიკროავტობუსებით გადაადგილება, ჯერჯერობით არ იკრძალება, რასაც შესაძლოა სატრანსპორტო კოლაფსი გამოეწვია ქვეყანაში. ჯერჯერობით, მრჩება მთავარი კითხვა: ცალსახად მივესალმები სასწაულ სტატისტიკას, შსს-ს მიერ მხოლოდ უკანასკნელ თვეებში, ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებული 5 ათასზე მეტი ადამიანი იქნა დაპატიმრებული. ხოლო უკანასკნელი მსხვილი კონტრაბანდული პარტია (157 კილოგრამი ჰეროინი) საახალწლო დღეებში იქნა გამოვლენილი. “წითელი ხიდიდან” ირანის მოქალაქის მიერ შემოტანილი ნარკოტიკის ღირებულება 18 მილიონ დოლარს აღწევდა. კითხვა კი იგივეა: რა ხდებოდა ამ მიმართულებით შსს-ს ახალ ხელმძღვანელობამდე და რატომ? მოკლედ, კარგ დასაწყისს, ღირსეული გაგრძელება. გილოცავთ წარმატებული წლის დადგომას!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: საახალწლო სოფელი 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს
Next: ჩვენი მიზანი ფინეთსა და ევროპაში რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობაა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი რუსეთის ქმედებებზეა დამოკიდებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.