Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღგ-სთან დაკავშირებული სპეკულაციები არის აბსოლუტურად უადგილო, როცა საუბარია 100%-იან ფასნამატზე და შენ 18%-იან დღგ-ზე საუბრობ, აქ ჩანს, რამდენად დიდია სპეკულაცია

მარშალ პრესი 26/12/2025
irakli kobakhidze
დღგ-სთან დაკავშირებული სპეკულაციები არის აბსოლუტურად უადგილო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, როცა საუბარია 100%-იან ფასნამატზე და მეორე მხრივ, 18%-იან დღგ-ზე, ჩანს, რამდენად დიდია სპეკულაცია.
„დღგ-სთან დაკავშირებული სპეკულაციები არის აბსოლუტურად უადგილო. 86%-ია ფასნამატი, ყოველგვარი გადასახადების გარეშე, საზღვრიდან დახლამდე. ამას რომ დავამატოთ საზღვრამდე ფასნამატი, გამოდის ორმაგი და მეტი. როცა საუბარია 100%-იან ფასნამატზე და შენ 18%-იან დღგ-ზე საუბრობ, აქ ჩანს, რამდენად დიდია სპეკულაცია. გადასახადი არის ის, რაც ბოლოს ისევ ხალხს უბრუნდება, იმიტომ, რომ შედის ბიუჯეტში და შემდეგ ხმარდება სოციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურას და ა.შ. განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელიც შედის ბიზნესებში. აქ სპეკულაციები არის საკმაოდ უადგილო. საუბარია ორმაგ ფასნამატზე და აქ 18%-ზე საუბრობენ. ფასნამატი რომ ნაკლები იყოს, დღგ-ც აბსოლუტურ მაჩვენებლებში იქნება უფრო ნაკლები. შენ თუ ნაკლებ ფასნამატს დაადებ, მაგალითად, მესამედით თუ შემცირდება მათი ფასნამატი, დღგ-ც შესაბამისად, პროპორციულად შემცირდება“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: საჭიროა, ჩამოვაშოროთ რადიკალიზმი, სიძულვილი, ზიზღი ქართულ პოლიტიკას და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შედგეს სრულად ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა საქართველოში
Next: ოპოზიცია თვითონ აპელირებდა მაღალ ფასებზე, მთელი ამ დროის განმავლობაში, თუმცა, როგორც კი ჩვენ წამოვჭერით ეს პრობლემა, მაშინვე დადგნენ მაღალი ფასების მხარეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.