Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საჭიროა, ჩამოვაშოროთ რადიკალიზმი, სიძულვილი, ზიზღი ქართულ პოლიტიკას და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შედგეს სრულად ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა საქართველოში

მარშალ პრესი 26/12/2025
irakli kobakhidze

ვფიქრობ, მეტი სიმშვიდე გვექნება შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით მომავალ წელს და იმის შემდეგ წელსაც, თან არჩევნებიც არ უწევს არც გაისად და არც იმის შემდეგ წელს, ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდს აქვს თავისი დღის წესრიგი, რაც გულისხმობს იმას, რომ რადიკალურად უნდა შეიცვალოს დემოკრატიული სისტემის შინაარსი.

„დღემდე ჩვენ ვრჩებოდით პოლარიზაციის, ორპოლუსიანობის ჩაკეტილ წრეში, ერთ მხარეს იყო „ართული ოცნება“, მეორე მხარეს – ერთი ხელიდან, გარედან მართული რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტურა, ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს და ამის ერთ-ერთი საფუძველი იქნება ჩვენი აზრით ის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამართლებრივად არის სრულად გამყარებული ეს სარჩელი, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ წინ ვერაფერი უნდა დაუდგეს იმ მიზნის განხორციელებას, რასაც ჰქვია დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება ჩვენს ქვეყანაში. ვიდრე ასეთი პარტიები რჩებიან პოლიტიკურ სისტემაში, ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბოლომდე ვერასოდეს გაჯანსაღდება. საჭიროა, ჩამოვაშოროთ რადიკალიზმი, სიძულვილი, ზიზღი ქართულ პოლიტიკას და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შედგეს სრულად ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ასევე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელები არიან რადიკალური პარტიის ლიდერები
Next: დღგ-სთან დაკავშირებული სპეკულაციები არის აბსოლუტურად უადგილო, როცა საუბარია 100%-იან ფასნამატზე და შენ 18%-იან დღგ-ზე საუბრობ, აქ ჩანს, რამდენად დიდია სპეკულაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.