Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რასაც ჩვენ ვამბობდით, იყო სრული ჭეშმარიტება, USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში

მარშალ პრესი 25/12/2025
irakli kobakhidze3

 

რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს იყო სრული ჭეშმარიტება, USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარკო რუბიოს განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლების განმავლობაში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ USAID-ის თანხები მიემართებოდა ქვეყნის საზიანო პროექტების დაფინანსებისკენ.

„რასაც ვამბობდით ამდენი წლის განმავლობაში და რასაც უწოდებდნენ პრორუსულ განცხადებებს, იმაზე დღეს საუბრობს იმ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც თავად აფინანსებდა ასეთ პროექტებს. შესაბამისად, ყველაფერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ცხადი. რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს იყო სრული ჭეშმარიტება USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: გადავწყვიტეთ, თქვენი აქტიური მონაწილეობით, შევქმნათ ახალი სისტემური არქიტექტურა და კომუნიკაცის ინსტიტუცია, “საზოგადოებრივი ინიციატივებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების ცენტრი” – ბიძინა ივანიშვილის საკონსულტაციო ცენტრი
Next: დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სასკოლო გუნდებს შორის ფრენბურთის ამხანაგური ტურნირი ჩატარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.