Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: კარტელურ გარიგებებს და ხელოვნურად გაზრდილ ფასებს ხელისუფლებას ვერ დააბრალებთ, რადგან სახელმწიფოს გადასახადი არასდროს გაუზრდია!

მარშალ პრესი 25/12/2025
zurab kadagidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სასურსათო პროდუქტების მაღალ ფასებზე პრემიერ-მინისტრის ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით, რადიკალი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალური ქსელით ეხმიანება. დეპუტატის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გაშავება საგადასახადო პოლიტიკის მოშველიებით, მხოლოდ მათ “ინტელექტუალურ შესაძლებლობებს” აჩვენებს. „ქართველ ხალხს რომ სულელად თვლით და გგონიათ ყველანაირ სიგიჟეს შეასაღებთ, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ!

ფასების ზრდა ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკის ბრალიაო, ჭკვიანი სახეებით რომ ალაპარაკებთ “ტოპ-ტვინებს” და მერე თქვენი პარტიული მედიით ავრცელებთ ამ სისულელეს, საკუთარი “ბაბლის” გარდა ვინმეს აჯერებთ ამას?! დღგ საქართველოში 18%-ია (2005 წლიდან) და არ გაზრდილა; მოგების გადასახადი 15%-ია და არც ეს გაზრდილა; 2017 წლიდან მოგებაზე გადასახადი იხდება, მხოლოდ განაწილებისას, ინვესტირებულზე 0%; აქციზი არ არის ხალხის გადასახადი, ეხება მხოლოდ საწვავს, თამბაქოს, ალკოჰოლსა და ავტომობილებს; პურზე? – არა; წამალზე? – არა; ყოველდღიურ პროდუქტებზე? – არა. პრემიერის ინიციატივის გაშავება საგადასახადო პოლიტიკის მოშველიებით, თქვენს “ინტელექტუალურ შესაძლებლობებს” აჩვენებს. კარტელურ გარიგებებს და ხელოვნურად გაზრდილ ფასებს ხელისუფლებას ვერ დააბრალებთ, რადგან სახელმწიფოს გადასახადი არასდროს გაუზრდია! ნუ, იმათ აღარაფერი გეშველებათ, ვისაც “ლელოელი” პოლიტიკოსები დიდი ეკონომისტები გგონიათ, რომანა გოცირიძე ძლიერი ფინანსისტი და ხუხაშვილი პოლიტიკის ანალიტიკოსი!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: “კვლევები”, რასაც აქვეყნებენ აქაური ენჯეოები და მიწასთან ასწორებენ ქვეყანას, არის ჩვეულებრივი საინფორმაციო დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ – “კვლევით” შეფუთული ეს საინფორმაციო დივერსია კი არის უხვად დაფინანსებული გარედან შემოსული ფულით
Next: მშვიდობით, ინვესტიციებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობით, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებით, მართლმადიდებლობით, სუვერენიტეტით, პრაგმატულობით, განვითარებით ევროკავშირის “აღთქმულ მიწაზე” ვერ მოხვდებითო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.