Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“კვლევები”, რასაც აქვეყნებენ აქაური ენჯეოები და მიწასთან ასწორებენ ქვეყანას, არის ჩვეულებრივი საინფორმაციო დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ – “კვლევით” შეფუთული ეს საინფორმაციო დივერსია კი არის უხვად დაფინანსებული გარედან შემოსული ფულით

მარშალ პრესი 25/12/2025
zaal anjaparidze

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ, ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგები აჩვენებს იმასაც, რომ ამდენი უპრეცედენტო შიდა და გარე შემოტევების ფონზე, ქართულმა სახელმწიფომ, მედეგობის მაღალი დონე აჩვენა.

ანალიტიკოსის შეფასებით, რეალურად, საქართველო აბარებს გამოცდებს სახელმწიფოებრიობის მდგრადობაზე და ეს ფასდაუდებელი გამოცდილებაა სამომავლო სახელმწიფო მშენებლობის კუთხით.

„ ასეთი რეიტინგები ბევრ სხვა რამესთან ერთად აჩვენებს, რომ ის ე.წ. “კვლევები” რასაც აქვეყნებენ აქაური ენჯეოები და მიწასთან ასწორებენ ქვეყანას, რომ თითქოს ყველაფერი ჩამოიშალა, არის ჩვეულებრივი საინფორმაციო დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს “კვლევით” შეფუთული საინფორმაციო დივერსია კი არის უხვად დაფინანსებული გარედან შემოსული ფულით.
შესაბამისად, სახელმწიფო ლოგიკურად ცდილობს თავი დაიცვას.
აღნიშნული კვლევა, სხვათა შორის, აჩვენებს იმასაც, რომ ამდენი, მე ვიტყოდი უპრეცედენტო შიდა და გარე შემოტევების ფონზე, ჩვენმა სახელმწიფომ მედეგობის მაღალი დონე აჩვენა. რეალურად, ჩვენ ვაბარებთ გამოცდებს სახელმწიფოებრიობის მდგრადობაზე. და ეს ჩემი აზრით ფასდაუდებელი გამოცდილებაა სამომავლო სახელმწიფო მშენებლობის კუთხით.“ – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლია ჩვენი საპატრიარქოს და სასულიერო პირების, რადგან ყველაზე კარგად მათ დაინახეს საშიშროება და დადგნენ ხელისუფლების და საქართველოს გვერდით
Next: ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: კარტელურ გარიგებებს და ხელოვნურად გაზრდილ ფასებს ხელისუფლებას ვერ დააბრალებთ, რადგან სახელმწიფოს გადასახადი არასდროს გაუზრდია!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.