Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პირველ ქვეით ბრიგადაში სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

მარშალ პრესი 19/12/2025
5005

გორში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

ბავშვების საახალწლო განწყობაზე იზრუნეს მომღერლებმა – ოთო ბაზერაშვილმა და ანდრია ფუტკარაძემ, ბენდმა – „რეზო და ბავშვები“, ასევე ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა. ბავშვებს თოვლის ბაბუასთან შეხვედრისა და მისგან საჩუქრების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. სამხედროების შვილებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობაშიც მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებას აღმოსავლეთის სარდლობის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე დაესწრნენ.

თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში სამხედროების შვილებისთვის მასშტაბური საახალწლო ღონისძიებები სამხედრო ბაზებზე ტრადიციად იქცა და უკვე მეორე წელია თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

 

Post navigation

Previous: პირველ ქვეით ბრიგადაში ბრიგადის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
Next: საკუთრების უფლების დაცულობით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.