Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პირველ ქვეით ბრიგადაში ბრიგადის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

მარშალ პრესი 19/12/2025
200

19 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის ძალები აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის დაარსების დღეს აღნიშნავს. ბრიგადის 33 წლის საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი   დაესწრნენ.

ირაკლი ჩიქოვანმა სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას ბრიგადის იუბილე მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს ქართული ჯარის, მათ შორის, პირველი ქვეითი ბრიგადის შესაძლებლობების გაძლიერებას. მისი განცხადებით, სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამხედროების დაფასება და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება, შესაბამისად, 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეების ხელფასის კვლავ 10 პროცენტით გაზრდა. 

სამხედროებს სიტყვით მიმართა გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, რომელმაც თავდაცვის ძალების ისტორიაში პირველი ქვეითი ბრიგადის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

ღონისძიების ფარგლებში, სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. მათ უწყებრივი მედლები – „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „გიორგი ანწუხელიძე“, ასევე  ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

საზეიმო ღონისძიებაზე, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.  

ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აღმოსავლეთის სარდლობის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი კაია კალასზე: მას სურს, საქართველოს ხელისუფლება აიძულოს, შეასრულოს მათი ისეთი მითითებები, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს
Next: პირველ ქვეით ბრიგადაში სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.