Skip to content
18/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საპილოტე პროექტი – „სამხედრო საქმე“ ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს

მარშალ პრესი 17/12/2025
11

თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი საპილოტე პროექტი – „სამხედრო საქმე“ აქტიურად ხორციელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობადობის ამაღლების, პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებში სამხედრო საქმის შესწავლის მიზნით, საგანი ქვეყნის მასშტაბით 137 საჯარო სკოლაში ისწავლება. მე-9 კლასის მოსწავლეებს სასწავლო პროგრამას თავდაცვის ძალების თადარიგის ოფიცრები ასწავლიან, რომლებმაც აღნიშნული პროექტისთვის შესაბამისი პედაგოგიური გადამზადება გაიარეს.  

თადარიგის ოფიცერი პედაგოგი ამჯერად თბილისის, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის 124-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც საგანი „სამხედრო საქმე“ კვირაში ერთხელ ტარდება. გაკვეთილის თემა – ჯარისკაცის აღჭურვილობა იყო. 

„სამხედრო საქმე“ მოსწავლეებს კომპლექსურ ცოდნას აძლევს საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო განათლების და სამხედრო სამსახურის, იარაღთან და საბრძოლო მასალასთან მოპყრობის წესების შესახებ. პროგრამა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების უნარ-ჩვევების შესწავლასაც ითვალისწინებს.

თეორიული პროგრამის გავლის შემდეგ, მოსწავლეები „ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში სამხედრო ბაზებს სტუმრობენ და ადგილზე ეცნობიან სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო პირობებს. ასევე, მოსწავლეებს, რომლებსაც გავლილი აქვთ საგანი „სამხედრო საქმე“, უპირატესობა ენიჭებათ საზაფხულო „ჯარის ბანაკში“ მოსახვედრად. 

თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივ პროექტში 107 მასწავლებელი – თადარიგის ოფიცერია ჩართული, რომელთაც მოსწავლეებთან მუშაობის შესაბამისი სწავლება აქვთ გავლილი. თადარიგის ოფიცერს, რომელსაც საპილოტე პროექტში მონაწილეობის სურვილი გააჩნია, შეუძლია მიმართოს თავდაცვის სამინისტროს.

Post navigation

Previous: საქართველოს სჭირდება უსაფრთხოება და ამის მთავარი გარანტორი, არის ქართველი ხალხი, რომელიც ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც ყველანაირი შანტაჟის, ზეწოლისა და სანქციების მიუხედავად, ამ მშვიდობას იცავს
Next: ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია – ანა წითლიძე რეზოლუციაზე, რომელსაც ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა და რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.