Skip to content
18/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს სჭირდება უსაფრთხოება და ამის მთავარი გარანტორი, არის ქართველი ხალხი, რომელიც ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც ყველანაირი შანტაჟის, ზეწოლისა და სანქციების მიუხედავად, ამ მშვიდობას იცავს

მარშალ პრესი 17/12/2025
eka sepashvili

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ნატოს გაფართოების შესაძლებლობებზე საუბრობს. როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს უმთავრესად სჭირდება მშვიდობა და უსაფრთხოება, რომლის გარანტორი არის ქვეყნის ხელისუფლება და არა რომელიმე გაერთიანება. პარლამენტის დეპუტატის თქმით, ნატოსთან პარტნიორობამ უკვე მოუტანა ქვეყანას დიდი გამოცდილება და საქართველომ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია.

„საქართველოს მოსახლეობას სჭირდება უსაფრთხოება და მოცემულ ეტაპზე ამ უსაფრთხოების მთავარი გარანტორი, როგორც ხედავთ, არის ქართველი ხალხი, რომელიც ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც ყველანაირი შანტაჟის, ზეწოლისა და სანქციების მიუხედავად, ამ მშვიდობას იცავს. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც ნატოსთან პარტნიორობით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. მაგალითად, ავღანეთში საქართველო იყო ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით და ამას საქართველო აკეთებდა იმისთვის, რომ მსოფლიოში მშვიდობა დაცული ყოფილიყო,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა
Next: საპილოტე პროექტი – „სამხედრო საქმე“ ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.