Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტია, 30 ათასზე მეტ ადამიანს აღუდგება მართვის შეჩერებული უფლება, მომავალში კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება

მარშალ პრესი 16/12/2025
irakli kobakhidze

ზოგადად, ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ბუნებრივია, ეს ამნისტიაც იყო ჰუმანური აქტი, საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა ასეთი ჯარიმები, 30 ათასზე მეტ ადამიანს გაუუქმდება მართვის უფლების შეჩერება, რაც მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმისთვის, რომ სხვა პასუხისმგებლობით მოეკიდონ ადამიანები მომავალში სხვა სამართალდარღვევებს, კანონმდებლობა გამკაცრდა.

„არსებობდა დისკრეცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა, ვადის ნახევრის ამოწურვის შემთხვევაში გაეუქმებინა შესაბამისი შეზღუდვა და ეს დისკრეცია უქმდება. მომავალში კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება, რითაც ჩვენი 30 ათასზე მეტი თანამოქალაქე ისარგებლებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ვიზიტს, რომელიც მქონდა თურქმენეთში
Next: დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 35 წლის თავზე ასეთი სტანდარტებით მოქმედებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, არამედ ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.