Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ვიზიტს, რომელიც მქონდა თურქმენეთში

მარშალ პრესი 16/12/2025
irakli kobakhidze4

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან ურთიერთობების განვითარების გაღრმავებას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის ეს ეხება ტრანზიტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დაკავშირებადობის, ტრანზიტის შესაძლებლობები განვითარდეს.

„ეს წარმატებით ვერ განხორციელდება შუა აზიის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან სომხეთთან თანამშრომლობის გარეშე და ამ კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ვიზიტს, რომელიც მე მქონდა თურქმენეთში. მე მქონდა ასევე ყაზახეთის პრეზიდენტთან საუბრის შესაძლებლობა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან საუბრის შესაძლებლობა. ეს ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ კუთხით, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას. გვქონდა საუბარი ყველა მიმართულებით თანამშრომლობაზე, იქნება ეს თურქმენული გაზის ტრანზიტი, აზერბაიჯანი, თუ ყაზახეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, უზბეკეთი თუ ა.შ. ჩვენ ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის უწყებრივ დონეებზე შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიში
Next: ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტია, 30 ათასზე მეტ ადამიანს აღუდგება მართვის შეჩერებული უფლება, მომავალში კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.