Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, როგორც „პრომო ბიჭი“, ისე ხვდებოდა სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქალაქეებს და ეპატიჟებოდა ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა

მარშალ პრესი 15/12/2025
giorgi gabunia

აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, როგორც „პრომო ბიჭი“, ისე ხვდებოდა სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქალაქეებს და ეპატიჟებოდა ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა, – განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ, რითაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო-კოლაჟს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პირადად ხვდებოდა რუსეთის მოქალაქეებს საზღვართან და ეპატიჟებოდა საქართველოში.

„აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც რუსეთმა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, როდესაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და როდესაც ქვეყანამ უზარმაზარი ზიანი მიიღო, როგორც ეკონომიკური, პირველ რიგში მორალური ზიანი, როგორც „პრომო ბიჭი“, ისე ხვდებოდა სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქალაქეებს და ეპატიჟებოდა ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ვისაც დაგაჯერეს, რომ ნაცი „პროდასავლელია“ – ამ სათაურით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ვიდეო-კოლაჟი გამოაქვეყნა, სადაც ასახულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და წევრების კავშირები და ინტერესები რუსეთთან.

Post navigation

Previous: „ხალხის ძალის“ და ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით პარლამენტში ახალგაზრდებთან დემოგრაფიულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა
Next: დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.