Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ხალხის ძალის“ და ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით პარლამენტში ახალგაზრდებთან დემოგრაფიულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა

მარშალ პრესი 15/12/2025
595192335_1920270128904309_3329801601561742268_n

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ინიციატივით, პარლამენტის სტაჟიორებთან გაიმართა შეხვედრა თემაზე – “დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში“.

შეხვედრაში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მონაწილეობდნენ. სტაჟიორებთან პარლამენტის წევრებმა განიხილეს დემოგრაფიასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას.

მაგალითად, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ისეთი ფაქტორების გავლენა, როგორიც არის დაბალი შობადობა, ემიგრაციის მაღალი დონე და ერის დაბერება; ასევე, რამდენად განსაზღვრავს ეროვნული უსაფრთხოების კონტურებს დემოგრაფიული საკითხის მიმართ სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა; აქვს თუ არა გავლენა საზოგადოების ღირებულებებისა და კულტურის ცვლილებებს დემოგრაფიული რისკების შემცირებაზე და სხვა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ახალგაზრდების აზრი და როლი მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკის განსაზღვრაში.

Post navigation

Previous: აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთნაისქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმებაზე უარი თქვა, რა სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სამართლებრივი ლოგიკის, ისე დემოკრატიული პრინციპების კუთხით
Next: აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, როგორც „პრომო ბიჭი“, ისე ხვდებოდა სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქალაქეებს და ეპატიჟებოდა ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.