Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რეალური პატრიოტიზმი და ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა, ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი

მარშალ პრესი 12/12/2025
bacho odisharia

კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია, თურქმენეთში ირაკლი კობახიძის ვიზიტთან დაკავშირებით, გაჟღერებულ კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერმა ეროვნული ინტერესი სწორედ იმ პუტინთან დაიცვა, „ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი“. ოდიშარია მშვიდობის ფორუმზე საქართველოს მონაწილეობას აუცილებლობად თვლის და წერს, რომ ირაკლი კობახიძემ ღიად დააფიქსირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანდასწრებით, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.

„თურქმენეთში, მშვიდობის ფორუმზე საქართველოს მონაწილეობა, განსაკუთრებით, როდესაც მთელი რეგიონის ლიდერები იქ არიან შეკრებილნი, არამხოლოდ საჭირო, არამედ აუცილებელიცაა. ამასთან, ირაკლი კობახიძემ პირდაპირ, ღიად დააფიქსირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანდასწრებით, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ვისთვისაც ცრუ პატრიოტიზმი და ფეისბუქიდან თუ რუსთაველის გამზირიდან „პუტინ ხუილოს“ ძახილი არის გმირობა, რასაკვირველია ისტერიკაში არიან, რეალური პატრიოტიზმი და ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა, ირაკლი კობახიძემ მოახდინა, სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი.“-წერს ოდიშარია.

Post navigation

Previous: პუტინი არ არის იზოლაციაში და ჩვენზე ეს დამოკიდებული არაა, საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში – მორიგი ორ დღიანი უაზრო ისტერიკა
Next: 20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება, რომელიც დაადგენს ჭეშმარიტებას ყველაფრის შესახებ, მათ შორის რამდენად მართლზომიერად მოქმედებდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები იმ დროს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.