Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პუტინი არ არის იზოლაციაში და ჩვენზე ეს დამოკიდებული არაა, საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში – მორიგი ორ დღიანი უაზრო ისტერიკა

მარშალ პრესი 12/12/2025
zaza doborjginidze

საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში, არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, როცა საქართველოს პრემიერი ესწრება იმავე ღონისძიებას, რასაც პუტინი მომავალშიც ბევრჯერ მოგვიწევს ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, – წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოციალურ ქსელში. დობორჯგინიძის განცხადებით, ერთადერთი რამ, რაც ასეთ შეხვედრებზე შეუძლია საქართველოს ხელისუფლებამ მოიმოქმედოს არის ოკუპაციის თემაზე საუბარი მსგავს ფორმატში, რაც ირაკლი კობახიძე უკვე გააკეთა.

„პუტინი არ არის იზოლაციაში და ჩვენზე ეს დამოკიდებული არაა, პუტინის არსებობის უარყოფით პუტინი არ გაქრება. ყველა ღონისძიებას ესწრება პუტინი რაც აზიაში იმართება (დასავლეთში მის რეინტეგრაციასაც მოვასწრებით მალე). საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში, არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, როცა საქართველოს პრემიერი ესწრება იმავე ღონისძიებას, რასაც პუტინი მომავალშიც ბევრჯერ მოგვიწევს ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ერთადერთი რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს არის ოკუპაციის ხსენება მსგავს ფორმატებში, რაც გააკეთა კობახიძემ. მორიგი ორ დღიანი უაზრო ისტერიკა.“- წერს ზაზა დობორჯგინიძე.

Post navigation

Previous: არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ – მინიმუმ სირცხვილია როდესაც ამის შემდეგ გამარგინალებული აგენტები “ოცნებას” პრორუს პარტიას უწოდებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.