Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეკა სეფაშვილის ინიციატივით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების საკითხზე თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 11/12/2025
598179373_853580364082153_5375043760191532872_n

11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე, ეკა სეფაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებთან და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, გურამ ოქროპირიძესთან. შეხვედრაზე განიხილეს ის რეკომენდაციები, რომელიც შემუშავდა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით გამართული კონფერენციის – “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში – გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები”, ფარგლებში. კონფერენციაზე შემუშავდა 16 რეკომენდაცია, რომლითაც შესაბამის უწყებებს მიემართათ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს განვითარების მიზნით.

რეკომენდაციებს შორისაა: საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგის და აღმზრდელის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის განსაზღვრას; საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგისა და აღმზრდელის პროფესიაში შესვლის, პროფესიაში დარჩენის, პროფესიული გაძლიერების და კარიერული წინსვლის სქემის შემუშავებას და დანერგვას; ბაგა-ბაღების აღსაზრდელებში ეროვნული და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებისა და ეროვნული ფოლკლორის, მულტიპლიკაციური გმირებისა და ეროვნული ავტორების პოპულარიზაციის მიზნით, შემუშავდეს და დაინერგოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის ტრენინგ-მოდული (თუ კურიკულუმს დაემატოს) და სარეკომენდაციო სასწავლო რესურსების ნუსხა; შეიქმნას და განხორციელდეს პროგრამები და ტრენინგ-მოდულები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგთა და აღმზრდელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად, რომელიც უზრუნველყოფს მათ განათლებას ინკლუზიური განათლების მიმართულებით, სსსმ და შშმ ბავშვების განვითარების შესახებ, რომელიც თეორიულ ნაწილთან ერთად, მოიცავს პრაქტიკულ სწავლებასაც.. და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეკა სეფაშვილი არის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულების თემატური მომხსენებელი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში და სწორედ მისი კურატორობით მიმდინარეობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების საკითხზე მუშაობა, რა მიზანსაც ემსახურებოდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ინფორმაციის გაცვლა და სფეროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა.

Post navigation

Previous: სოფო ხორგუანმა საყვედური თქვა პარლამენტში – გახარიებს ნუ გვეძახითო და დღეს, სტრასბურგის გადაწყვეტილებას აბსოლუტურად დაეთანხმნენ
Next: ALDE-მ ისიც კი ვერ გაბედა, რომ დაეგმო ეს ქმედება, იმდენადაა მოყოლილი გლობალური აქტორების დაჯგუფების გავლენის ქვეშ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.