Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ALDE-მ ისიც კი ვერ გაბედა, რომ დაეგმო ეს ქმედება, იმდენადაა მოყოლილი გლობალური აქტორების დაჯგუფების გავლენის ქვეშ

მარშალ პრესი 11/12/2025
eka sepashvili

„სამარცხვინო“ უწოდა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ალეკო ელისაშვილის ქმედების შესახებ ALDE-ს მიერ გაკეთებულ განცხადებას. როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ALDE-ს დაგვიანებული შეფასებები ელისაშვილის ქმედებაზე, ამ ორგანიზაციის გლობალური აქტორების დაჯგუფების გავლენის ქვეშ ყოფნაზე მიუთითებს. დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ ALDE-ს მსგავსი ორგანიზაციები ახორციელებენ იმ დამკვეთების მითითებებს, რომელთაც საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა სურთ.

„ALDE-ს განცხადება არის სამარცხვინო განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის დაახლოებით 10 დღე მოუნდა იმის გააზრებას, რომ თურმე ალეკო ელისაშვილმა ტერორისტული აქტი განახორციელა. ALDE-მ ისიც კი ვერ გაბედა, რომ დაეგმო ეს ქმედება, იმდენადაა მოყოლილი გლობალური აქტორების დაჯგუფების გავლენის ქვეშ, რომლებიც მართავენ სწორედ ასეთი ტერორისტული აქტებს საქართველოში და ცდილობენ ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლასა და სხვა მსგავს აქტივობებს ქვეყნის წინააღმდეგ,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილის ინიციატივით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების საკითხზე თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.