Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„საქართველო არავის თავს არ ესხმის -საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან“ – მაკა ბოჭორიშვილი

მარშალ პრესი 11/12/2025
maka bochorishvili1
იმედი LIVE-ის ეთერში  ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის წარმომადგენლების განსხვავებულ ტონს საქართველოსა და სხვა საერთაშორისო აქტორების მიმართ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მკაფიო პოზიცია გააჟღერა.
მინისტრის განცხადებით, საქართველო პირველივე დღიდან მიუთითებდა იმ  უსამართლო დამოკიდებულებაზე, რომელსაც ქვეყანა ბრიუსელის მხრიდან აწყდებოდა:
„ჩვენ ერთგვარად პირველები ვიყავით ვინც დავიწყეთ პრობლემებზე საუბარი, ვინც გავაჟღერეთ, რომ რაღაც სწორი არ არის, დამოკიდებულებაში არ არის სწორი, ვინც, ასე ვთქვათ, ხმა ავიმაღლეთ იმ უსამართლო დამოკიდებულებასთან მიმართებაში, რაც ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ვიხილეთ,“ – აღნიშნა მინისტრმა.
აღნიშნული დამოკიდებულების თვალსაჩინო მაგალითად მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციები დაასახელა:
„სამწუხაროა, როდესაც ის ინსტიტუტები, ასე ვთქვათ, ის ორგანიზაცია, რომლისკენაც მიისწრაფვი, რის გამოც მიისწრაფვი – და ძალიან ხშირად არის ხოლმე ამაზე საუბარი და ფასეულობებზე  ზუსტად აქცენტის გაკეთება – სწორედ ამ ფასეულობებს ამსხვრევს, და იმის ნაცვლად, რომ რაღაც სიმართლე, რეალობა, ობიექტურობა დაიდოს საფუძვლად, პარალელურ რეალობას ქმნის, რაღაც აბსტრაქტულ საკითხებზე საუბრობს, აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და სიმართლეს და ასე აგებს თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა, და ერთერთი პირველები ვიყავით, ვინც ამაზე დავიწყეთ საუბარი“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის თქმით,  ასეთივე კრიტიკა დღეს უკვე ისმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუმცა  საქართველოს მხრიდან კრიტიკა თავდასხმად შეფასდა:
„საქართველო არავის არ ესხმის თავს, საქართველო იცავს თავს უსამართლო დამოკიდებულებისგან. და ეს უსამართლო დამოკიდებულება სამწუხაროდ არაერთხელ ვიხილეთ ბიუროკრატების მხრიდან, რომლებიც ბრიუსელში არიან, სხვა დედაქალაქებშიც არიან, და გარკვეულწილად მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის პოლიტიკის ჩამოყალიბებაბში და გავლენას ახდნენენ ევროკავშირის პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში“ – ხაზგასმით აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრა გამართა იუსტიციის საკითხებში სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივან მილან ჰოდასთან
Next: ეს არის მორიგი თავდასხმა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე – მაკა ბოჭორიშვილი BBC-ის ფილმზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.