Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრა გამართა იუსტიციის საკითხებში სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივან მილან ჰოდასთან

მარშალ პრესი 11/12/2025
0014

პაატა სალიამ მილან ჰოდასს მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

მან სლოვაკეთის მხარეს გააცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები ადამიანის უფლებების, პენიტენციური სისტემის, სერვისების განვითარებისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტის იუსტიციის სისტემაში ინტეგრაციის შესახებ და ამ პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე.

საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელმა პირებმა განიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის კომპონენტი მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა მზაობა გამოხატეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების დანერგვის კუთხით, მათ შორის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და პენიტენციური სისტემის მართვის მიმართულებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სლოვაკეთის დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში გაიმართება.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი.

Post navigation

Previous: უკრაინაში კორუფციის მასშტაბური სიტუაციაა. ხალხი ამ კითხვას სვამს, როდის ჩაატარებენ არჩევნებს და საერთოდ ჩაატარებენ თუ არა
Next: „საქართველო არავის თავს არ ესხმის -საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან“ – მაკა ბოჭორიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.