Skip to content
01/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა, არსებობს შუა დერეფნის დაუფლების ან სულაც გადაკეტვის ინტერესიც

მარშალ პრესი 08/12/2025
giorgi volski

ათეულობით მილიარდი გაქრა უკრაინაში ომის მსვლელობისას, იარაღიც გაიყიდა… რასაკვირველია ეს ვერ იქნებოდა ქაოტური პარვა. აწყობილი სქემა მოქმედებდა და არავინ დაიჯერებს, რომ ამაში არ იყო ჩართული მაღალი საერთაშორისო იერარქია, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, სოციალურ ქსელში.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, კონფლიქტის ახალი კერები შეიქმნას, ყველაზე ხელსაყრელი კი სამხრეთ კავკასიაა, კერძოდ, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ცეცხლის ახალი კერის რეალური წინაპირობა იქნებოდა.

“ათეულობით მილიარდი გაქრა უკრაინაში ომის მსვლელობისას, იარაღიც გაიყიდა… რასაკვირველია ეს ვერ იქნებოდა ქაოტური პარვა.
აწყობილი სქემა მოქმედებდა და არავინ დაიჯერებს , რომ ამაში არ იყო ჩართული მაღალი საერთაშორისო იერარქია.
ამიტომ, რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, რათა შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, ამ თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელი სამხრეთ კავკასიაა. საქართველოში გადატრიალება და მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა. არსებობს შუა დერეფნის დაუფლების ან სულაც გადაკეტვის ინტერესიც.
სამწუხარო და შემაძრწუნებელიცაა, რომ ამ ძალისხმევაში, ორგანიზებულ და დაფინანსებულ ჯგუფებად შეკრული ქართველებიც იღებენ მონაწილეობას.” – წერს გიორგი ვოლსკი.

Post navigation

Previous: გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული
Next: ამ დოქტრინამ წერტილი დაუსვა ნატო-ს გაფართოებას – ირაკლი ზარქუა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.