Skip to content
01/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული

მარშალ პრესი 08/12/2025
dito samkharadze

გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული,- წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

სამხარაძე იხსენებს, ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით მოწყობილ აქციებს, როდესაც სწორედ იგივე შედეგი მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 20 000 მომიტინგედან მეორე აქციაზე მხოლოდ 800 ადამიანი მივიდა.

სამხარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდა, რომ საქართველოს მოსახლეობას მარტივად ვეღარ მოატყუებს, შესაბამისად, შეიმუშავეს ახალი მოწოდება „გაერთიანება“.

„ საქართველოს ვერ დააჩოქებთ ვერ გატეხავთ ქართველ ხალხს და ვერაფერსაც ვერ გვავნებთ
გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული. მაგრამ ვიმეორებ, ამ ეტაპისთვის ჩავთვალოთ, რომ ასე იყო! გახსოვთ ალბათ ნაცური აქციები, მოტყუებული რომ იგებდა სიმართლეს, ემიჯნებოდა და 2 % რჩებოდა მათთან! ისე ადრე, იმ პირველი აქციის ორგანიზატორებსაც დაემართათ იგივე, რაც ნაცებს! ჰომოსექსუალების კვირეული ხომ გახსოვთ? უამრავი მოქალაქე ავიდა მაშინ ლისზე, მინიმუმ 20 000 მომიტინგე, როდესაც ვიღაცეებს თავში აუვარდათ და ეს ხალხი მათი მიყვანილი ეგონათ, დაივიწყეს გეები და რუსთაველზე მიიპატიჟეს მომიტინგეები ქართული ოცნების ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცის მოსაწყობად! მადა გაეხსნათ და რა მიიღეს? 20 000- დან 800(რვაასი) კაცი გაყვა! აქციებს რომ დავუბრუნდეთ, მიხვდნენ რომ საქართველოს მოსახლეობას ასე ადვილად უკვე ვეღარ მოატყუებენ, ვერც ნაყიდი და ვერც გასაყიდად მომზადებული ვითომ ჩვენი ქვეყნის დამცველები და ახლა ახალი დავალებაც მიიღეს! გაერთიანდითო! გაერთიანდებიან ნაცურებიც, აკაცუკებიც და ის 800 კაცუნაც, რომლებიც ვითომ ჰომოსექსუალისტებს ებრძოდნენ და რეალურად პოლიტიკური პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულები!
P.S. ნეტავ “ანიტა” რამ გამახსენა?“,- წერს დიმიტრი სამხარაძე.

Post navigation

Previous: სანდრო ცხადაძე აშშ-ის პრეზიდენტს – დონალდ შ..გ ხომ არ გაქვს?
Next: რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა, არსებობს შუა დერეფნის დაუფლების ან სულაც გადაკეტვის ინტერესიც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.