Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი „ფარას“ რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტზე – ჩვენთვის ეს არ არის ლობისტური კონტრაქტი, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ

მარშალ პრესი 06/12/2025
irakli kobakhidze2

ჩვენთვის ეს არ არის ლობისტური კონტრაქტი, ამ ყველაფერს სჭირდება სათანადო გამოძიება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის „ფარას“ რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტს შეეხებოდა „ნაცმოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობის შესახებ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ.

„როგორც მოგეხსენებათ, საქმე არის აღძრული საქართველოს პროკურატურაში, რომელიც უკავშირდება უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერას მტრულ საქმიანობაში. როდესაც ასეთი ტიპის კონტრაქტი ფორმდება, მე ვფიქრობ, ესეც შეიცავს მინიშნებებს გარკვეულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებრივ საქმიანობაზე, თუმცა ესეც უნდა იქნას სამართლებრივად დადგენილი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებების მიერ. რაც შეეხება იმას, რასაც ეწოდება ფორმალურად ლობიზმი, ჩვენთვის ეს ვერ იქნება ლობიზმი, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე – რეალურად, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი გასული წლების განმავლობაში, დღეს ევროკავშირში არის ძალიან მძიმე ვითარება პოლიტიკური, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით
Next: დიდუბის რაიონში, ვანის ქუჩაზე, სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტი მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.