Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე – რეალურად, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი გასული წლების განმავლობაში, დღეს ევროკავშირში არის ძალიან მძიმე ვითარება პოლიტიკური, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით

მარშალ პრესი 06/12/2025
irakli kobakhidze

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რეალურად, საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი გასული წლების განმავლობაში, რაზეც დღესაც ვსაუბრობთ, რომ დღეს ევროკავშირში არის ძალიან მძიმე ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტენდენციები არის უმძიმესი და ეს ეხება როგორც პოლიტიკური კუთხით ვითარების ცვლილებას, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით.

„მედიის თავისუფლება არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. „ბიბისის“ საკითხიც ამის დასტურია, რომ მედიის თავისუფლების კუთხით არის რთული მდგომარეობა ევროპის მასშტაბით და ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპას აქვს ძალიან ცუდი ტენდენციები. ეს არის კიდევ ერთხელ გამოხატული ამ დოკუმენტში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შეჩერდეს და შეიცვალოს დადებითი მიმართულებით, თუმცა იმდენად აქვს დაკარგული ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, ევროპის კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებებს სუვერენიტეტი, რომ ძალიან რთული იქნება ამ ვითარების შემოტრიალება, თუმცა ჩვენ უნდა დავიტოვოთ მაინც ამის იმედი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: „ბიბისის“ რეპორტაჟის ავტორების უკიდურესი პოლიტიკური მიკერძოების კიდევ ერთი ნათელი დასტური მოპასუხე მხარის, ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციების უგულებელყოფა, წინასწარ გაგზავნილ შეკითხვებზე გაცემული სრულყოფილი პასუხების დამალვა და აბსოლუტური იგნორირება იყო
Next: პრემიერი „ფარას“ რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტზე – ჩვენთვის ეს არ არის ლობისტური კონტრაქტი, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.