Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

BBC-ის ჟურნალისტებმა ისეთი სიუჟეტი მოამზადეს, რომელიც სადამ ჰუსენის ხელმეორედ დასასჯელადაც გამოდგებოდა

მარშალ პრესი 06/12/2025
levan nikoleishvili

დასხდნენ ხელმოცარულები და მერამდენედ დამარცხებული აგენტები და მოიფიქრეს: „პირველ მსოფლიო ომში ვინც არ მოწამლეს, საქართველოს ხელისუფლებამ ქიმიური ნივთიერებით მოწამლა“. ამის შემდეგ მოიხმეს BBC-ის „უჭკვიანესი გამომძიებელი ჟურნალისტები“ და მათაც ისეთი სიუჟეტი მოამზადეს, რომელიც სადამ ჰუსენის ხელმეორედ დასასჯელადაც გამოდგებოდა, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, დროა, რომ ადგილობრივი აგენტების პარპაში სახელმწიფომ დაასრულოს. “დასხდნენ ხელმოცარულები და მერამდენედ დამარცხებული აგენტები და მოიფიქრეს: „პირველ მსოფლიო ომში ვინც არ მოწამლეს, საქართველოს ხელისუფლებამ ქიმიური ნივთიერებით მოწამლა“.

ამის შემდეგ მოიხმეს BBC-ის „უჭკვიანესი გამომძიებელი ჟურნალისტები“ და მათაც ისეთი სიუჟეტი მოამზადეს, რომელიც სადამ ჰუსენის ხელმეორედ დასასჯელადაც გამოდგებოდა. საინტერსო კი ის არის, რომ ამ აბსურდული თეატრს მათივე უცხოელი პატრონები ისეთი გაოცებული აღშფოთებით გამოეხმაურნენ, თითქოს ეს სიბინძურე მათ მიერ დაგეგმილი არ ყოფილიყო. აგენტები კიდევ უფრო გამხნევდნენ და შოუებში მონაწილეობისათვის უკვე ყველაზე მძიმე არტილერიას იყენებდნენ, სალაპარაკოდ მოყავთ ერთმანეთზე უფრო სასაცილო ადამიანები, რომელთაგან ზოგის თუთიყუშს ბუმბული გაცვივდა, ზოგის ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, ზოგიც მოწამლვის შემდეგ ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ექიმებმა განაცხადეს: „წესით, ცოცხალი არ უნდა იყოსო“. ვფიქრობ, დროა, ეს მარაზმი დასრულდეს. არ შეიძლება უცხოეთში ვინმემ დაგეგმოს ახალი სიბინძურეები, რომელშიც ადგილობრივი აგენტები იაფფასიანი საცირკო ილეთებით მონაწილებდენენ, შემდეგ კი ვიღაცეები ამის საფუძველზე რეზოლუციებს წერდნენ და სანქციებით იმუქრებოდნენ. პროვოკატორებისა და შანტაჟისტების დრო უნდა დასრულდეს, სახელმწიფომ კი უნდა ინებოს და ალაგმოს ეს სულგაყიდული აგენტების პარპაში.” – წერს ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: უცხოური სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით ,,ბუმბულგაცვენილი თუთიყუში” ჩაიშალა, სუს-ის ბრიფინგით ყველაფერს ნათელი მოეფინა
Next: კრამიტდაცურებულ ნაცაქტივისტთა საყურადღებოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩვენს პოლიციას “კამიტი” არასდროს ჰქონია არსენალში; ვისაც მაინც არ სჯერა, “არაბიზაციის” ანდა “ჩელიაბინსკიზაციის” თემაზე გადაერთოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.