Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უცხოური სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით ,,ბუმბულგაცვენილი თუთიყუში” ჩაიშალა, სუს-ის ბრიფინგით ყველაფერს ნათელი მოეფინა

მარშალ პრესი 06/12/2025
GIORGI CHAKVETADZE

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღეს გამართული ბრიფინგით ყველაფერს ნათელი მოეფინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია და შესაბამისად, ვერც ვერასდროს გამოიყენებდა პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება ,,კამიტს”, – წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “ბიბისი “, “სიცრუის ფორმულას” და ,,მთის ამბების” დონეზეა დაცემული. დეპუტატი ახლა ელის გამოძიების მეორე მიმართულებას – იმ დანაშაულის გამოაშკარავებას, რომელიც ჩადენილია კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.

“უცხოური სპეც. ოპერაცია კოდური სახელწოდებით ,,ბუმბულგაცვენილი თუთიყუში” ჩაიშალა!

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღეს გამართული ბრიფინგით ყველაფერს ნათელი მოეფინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია და შესაბამისად, ვერც ვერასდროს გამოიყენებდა პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება ,,კამიტს”.

სამინისტრო აქციების მართვის საჭიროებიდან გამომდინარე იყენებდა ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილს” და მის გამხსნელად – ,,პროპილენ გლიკოლის” ხსნარს. ამათგან, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.

ასე რომ, დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. სამწუხაროდ, ბიბისი სიცრუის ფორმულას და ,,მთის ამბების” დონეზეა დაცემული.

ახლა კი, ველოდებით გამოძიების მეორე მიმართულებას – იმ დანაშაულის გამოაშკარავებას, რომელიც ჩადენილია კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით.

მჯერა, კიდევ მეტს შევიტყობთ ფიგურანტებს შესახებ, რომლებიც უცხო ქვეყანას, უცხოეთის ან მის კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციას მტრულ საქმიანობაში ეხმარებოდნენ.

უკვე მერამდენე შემოტევაა ქართული სახელმწიფოზე და ამაყი ქართველი ხალხი ღირსებით იცავს თავის სამშობლოსა და სუვერენიტეტს!” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

Post navigation

Previous: გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ შსს-ს შეძენილი აქვს ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში და ეს ნივთიერება მოწოდებული იყო ისრაელის მხრიდან – გამოდის, რომ “ბიბისი” ისრაელს ბრალს სდებს აკრძალული ნივთიერების საქართველოსთვის მიყიდვაში
Next: BBC-ის ჟურნალისტებმა ისეთი სიუჟეტი მოამზადეს, რომელიც სადამ ჰუსენის ხელმეორედ დასასჯელადაც გამოდგებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.