Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გამოკითხვის დროს ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ნივთიერება ,,კამიტს’’

მარშალ პრესი 06/12/2025
lasha magradze3

მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება ,,კამიტს’’- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ე.წ. კვლევის ავტორთა განმარტებით, ისინი ვერ დაადგენდნენ კამიტის გამოყენების ფაქტს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამ მიმართულებით კვლევა არ უწარმოებიათ. ლაშა მაღრაძის განცხადებით, საზოგადოების ინტერესების დასაკმაყოფილებლად შეგვიძლია განვამრტოთ, რომ ნივთიერება „ბრომობენზილ ციანიდის“ ე.წ. „კამიტის“ გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში, ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც, ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიკრძალა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.

მისივე თქმით, ამ ფონზე, ნიშანდობლივია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ კლინიკებიდან.

Post navigation

Previous: გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას
Next: სუს-ის ბრიფინგზე დადასტურდა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი მორიგი დეზინფორმაციული კამპანია მარცხით დასრულდა, იმედია, ახლა მაინც წარსდგებიან პროვოკატორები კანონის წინაშე და აგებენ პასუხს მთელი სიმკაცრით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.