Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას

მარშალ პრესი 06/12/2025
lasha magradze2

გამოძიებით დადგინდა, რომ გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.

ამასთან, ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, გამოძიების მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენენ: პირველი, ქიმიური ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, მეორე, ქიმიური ნივთიერება „ტრიქლორეთილენი“ ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით, და მესამე, ქიმიური ნივთიერება „პროპილენ გლიკოლი“.

Post navigation

Previous: ,,ბრომობენზილ ციანიდი’’, იგივე ,,კამიტი’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია
Next: გამოკითხვის დროს ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ნივთიერება ,,კამიტს’’

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.