Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბატონმა უილკერსონმა თქვა – “ხალხის ძალა” ამაზე 3 წლის წინ ვსაუბრობდით

მარშალ პრესი 06/12/2025
guram macharashvili

პარტია “ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ლოურენს უილკერსონის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. “როგორც კი იქნება ეს საქართველოს ინტერესში, ბუნებრივია დაიწყება გამოძიება ამ ყველაფერზეც (უილკერსონის განცხადება, რომ ბევრგან ნაცადი სტრატეგიით საქართველოშიც იმოქმედეს, თანაც წარმატებულად)” – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ “ხალხის ძალამ” 3 წლის წინ დაიწყო საუბარი იმაზე, რაც დღეს ლოურენს უილკერსონმა დაადასტურა.

“ძალიან ბევრი ფაქტია ისეთი, რომელიც ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პროცესებს ადასტურებს, და ბევრი რამ შეიძლება იყოს ისეთი, რაც საჭიროებს გამოძიებას. ისე სწრაფად ვითარდება მსოფლიოში პროცესები, რომ ბუნებრივია, საქართველოს სახელმწიფოსაც აქვს თავისი რესურსი და, რა თქმა უნდა, როგორც კი იქნება ეს საქართველოს ინტერესში, ბუნებრივია დაიწყება გამოძიება ამ ყველაფერზეც (უილკერსონის განცხადება, რომ ბევრგან ნაცადი სტრატეგიით საქართველოშიც იმოქმედეს, თანაც წარმატებულად). ყველანი ვხედავთ, რომ როგორც კი საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაცია ვრცელდება ისეთი, რომელიც საქართველოს მომავალში დააზიანებს (მაგალითად, BBC-ის მიერ გავრცელებული დოკუმენტური ფილმი), ამაზე მყისიერად იწყება გამოძიება, რადგან ეს ფაქტი ბუნებრივად მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს სახელმწიფოსთან.

აქედან გამომდინარე, კიდევ ვიმეორებ: ჩვენ “ხალხის ძალა” ჩვენს წერილებში ამ ფაქტს მტკიცებულებად გამოვიყენებთ. ამ ბატონის გამოსვლას ჩვენს წერილებში აუცილებლად ჩავდებთ, როგორც მტკიცებულებას. როგორც 2–3 წლის წინ ვსაუბრობდით, და შემდეგ უკვე ხელისუფლებასაც მიეცა საშუალება (2024 წლიდან), რომ სიმართლე ეთქვა საზოგადოებისთვის – და საბოლოოდ საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება, და დღემდე მოვედით მშვიდობიანად. წარმოიდგინეთ ახლა რომ გაეგო მოსახლეობას, რა უბედურებები ხდებოდა, როცა ამერიკიდან „დიფ სთეითი“ ერეოდა სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ღმერთმა არ ქნა, რომ ის მომხდარიყო საქართველოში, რაც უკრაინაში ხდება. ამასაც გაიგებდა საზოგადოება, მაგრამ მერე რაღა დროსი იქნებოდა. ჩვენ იმ პერიოდზე ვსაუბრობთ, რომელიც ყველაზე კრიტიკული იყო – როდესაც იყო პირდაპირი ზეწოლა ევრობიუროკრატიიდან და განსაკუთრებით ამერიკიდან – და ამას გაუძლო სახელმწიფომ და საზოგადოებამ. რაც დღეს სახელმწიფო მდივნის აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბატონმა უილკერსონმა თქვა, – ჩვენ ამაზე 3 წლის წინ ვსაუბრობდით,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ფაქტობრივად გააჩერა ნატოს გაფართოების საკითხი
Next: სენატორი ტედ კრუზი: ევროკომისიის მიერ X-ისთვის დაკისრებული 140 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა საზიზღრობაა – ტრამპმა სანქციები უნდა დააწესოს, სანამ ეს ფარსი არ შეწყდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.