Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ფაქტობრივად გააჩერა ნატოს გაფართოების საკითხი

მარშალ პრესი 06/12/2025
guram macharashvili

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში ევროპაში აშშ-ის პრიორიტეტებს შორის დასახელებულია „ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის დასრულება“. ამ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ნატოს სამომავლო გაფართოების საკითხი გააჩერა.

დეპუტატის თქმით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, ნათქვამია ის, რაც „ხალხის ძალის“ წერილებში ჯერ კიდევ 2022 წელს ეწერა. „ხალხის ძალის“ 2022 წლის წერილებში ამოიკითხავთ, სწორედ იმას, რაც ახლა ჩაიწერა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. რასაკვირველია ჩვენი წერილები საქართველოს ინტერესებიდან გამოდიოდა. შინაარსი ძირითადად ერთიდაიგივეა, განსაკუთრებით იმის შესახებ, რაც წერია ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაში ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ფაქტობრივად გააჩერა ნატოს გაფართოების საკითხი. სტრატეგიაში წერია, რომ ევროპას სჭირდება ფოკუსის გასწორება. ასევე საუბარია ევროპაში ეკონომიკის ვარდნაზე, მთავარ მიზეზად კი ევროპის სხვის საქმეებში ჩარევა სახელდება. ასევე წერია, რომ ევროკავშირი და ტრანსნაციონალური ორგანიზაციები ძირს უთხრიან დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტს. ჩვენს წერილებშიც სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობდით,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: BBC-ის ყალბ ამბებს უნდა უყურებდეთ ან ილონ მასკის მარსის მისიაზე ცხოვრობდეთ, რომ არ იცოდეთ, ბრიტანეთი ჯოჯოხეთისკენ ბორკილებით რომ მიდის – ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი
Next: რაც დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბატონმა უილკერსონმა თქვა – “ხალხის ძალა” ამაზე 3 წლის წინ ვსაუბრობდით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.