Skip to content
26/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

პრემიერი ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე – კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით

მარშალ პრესი 05/12/2025
irakli kobakhidze

ამერიკული ადმინისტრაცია, მისი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კონკრეტული მექანიზმები, უცხოური დაფინანსების მექანიზმები გამოიყენებოდა მტრული საქმიანობისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებას ეხებოდა, სადაც ის საუბრობს, რომ არაერთხელ, ევროპაშიც და უკრაინაშიც არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ კონკრეტული მიზნის მისაღწევად გამოყენებული.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ინფორმაციაც, რომელიც გავრცელდა კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან, არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით.

„ამ შემთხვევაში საუბარია სპეცსამსახურების ჩართულობაზე, მანამდე ჩვენ ვსაუბრობდით USAID-ის დ NED-ის ჩართულობაზე და ესეც დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ, როგორ ხდებოდა მტრული მიზნებით კონკრეტული სქემების გამოყენება, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი ატეხეს, როდესაც დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. დღეს უკვე ამერიკული ადმინისტრაცია, მისი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კონკრეტული მექანიზმები, უცხოური დაფინანსების მექანიზმები გამოიყენებოდა მტრული საქმიანობისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ, მინდა შეგახსენოთ ის სამარცხვინო აჟიოტაჟი, რომელიც მაშინ შექმნეს ხელოვნურად კონკრეტულმა ელჩებმა, მედიასაშუალებებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, NGO-ებმა, ეს იყო მტრული საქმიანობა საქართველოს სტრატეგიული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციაც, რომელიც გავრცელდა კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან, არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით და მათ შორის, კონკრეტული ორგანიზაციების ჩართულობით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: „ბი-ბისის“ სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში
Next: ორგანიზაციები, რომლებსაც ეწოდებათ ფაქტების გადამოწმებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები, თავად ავრცელებდნენ და დღემდე ავრცელებენ ტყუილებს, „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან წამოსული ადამიანების საფუძველზე შეიქმნა ეს სქემა სპეცსამსახურების მიერ საქართველოში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.