Skip to content
06/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ორგანიზაციები, რომლებსაც ეწოდებათ ფაქტების გადამოწმებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები, თავად ავრცელებდნენ და დღემდე ავრცელებენ ტყუილებს, „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან წამოსული ადამიანების საფუძველზე შეიქმნა ეს სქემა სპეცსამსახურების მიერ საქართველოში

მარშალ პრესი 05/12/2025
irakli kobakhidze

ორგანიზაციები, რომლებსაც ეწოდებათ ფაქტების გადამოწმებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები, თავად ავრცელებდნენ და დღემდე ავრცელებენ ტყუილებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული ჩვეულებრივი სქემა.

„ძალიან კარგად მოგეხსენებათ, ვინ არიან ეს ე.წ. „ფაქტჩეკერები“. ესეც იყო სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული სქემა და მთელი ნონსენსი ამ ყველაფერში მდგომარეობს რაში, რომ ორგანიზაციები, რომლებსაც ეწოდებათ ფაქტების გადამოწმებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები, თავად ავრცელებდნენ და დღემდე ავრცელებენ ტყუილებს. ეს არის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული ჩვეულებრივი სქემა. სწორედ რომ „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან წამოსული ადამიანების საფუძველზე შეიქმნა ეს სქემა, სპეცსამსახურების მიერ, საქართველოში. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია ამასთან დაკავშირებით.

“ფაქტჩეკერებს”, ზოგადად, ვიზები არ ეკუთვნით და თუ ეს მიდგომა აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს, ეს არის ძალიან კარგი.“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: პრემიერი ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე – კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით
Next: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.