Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მჯერა, რომ ევროპაში თავად ამომრჩეველი შეცვლის პოლიტიკურ ელიტას და 2030 წლისთვის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები გაიმარჯვებს

მარშალ პრესი 05/12/2025
dimitri khundadze

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ევროპული ღირებულებების გაუფასურებასა და საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს მედიასთან ეხმიანება. “ევროპაში ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების გამარჯვებას სჭირდება პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც თავს დააღწევენ ამ მორჩილებას. იქნებიან, არა შუალედური რგოლი, რომელიც მათ თავზე დაკიდებულ მახვილს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენებს, არამედ თავად დააღწევენ ამ მახვილს თავს და ეცდებიან, რომ დემოკრატიული ხარისხი ევროპაში ისევ დაუბრუნდეს იმ ნიშანს, რის გამოც ყოველთვის მიმზიდველი იყო ევროპა” – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, ახლანდელი ევროპა საბჭოთა კავშირს ემსგავსება და კარგად მიმზიდველობას.

“რთულია იმის პროგნოზირება თუ რა იქნება 2030 წლისთვის ბრიუსელში, გამომდინარე იქიდან, რომ „დიფ სთეითი“, რომლის გავლენის ქვეშაც ევროპაა, საკმაოდ ძლიერია. დღეს „დიფ სთეითი“ პრობლემაა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ ამერიკისთვისაც. გახსოვთ ალბათ, ტრამპი თავად ამბობდა – ან ჩვენ “დიფ სთეითს” დავამარცხებთ, ან ამერიკა უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებაო. რთულია პროგნოზირება, თუმცა სხვადასხვა თემების აქტუალიზაცია და ევროპელი საზოგადოება მიტოვებს იმედს, რომ ევროპაში თავად ამომრჩეველი შეცვლის პოლიტიკურ ელიტას და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები გაიმარჯვებს, ყველაფერი ჩადგება თავის კალაპოტში, მაგრამ ეს რთულად მისაღწევია და თავისთავად არ მოხდება. ამას სჭირდება პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც თავს დააღწევენ ამ მორჩილებას.

იქნებიან, არა შუალედური რგოლი, რომელიც მათ თავზე დაკიდებულ მახვილს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენებს, არამედ თავად დააღწევენ ამ მახვილს თავს და ეცდებიან, რომ დემოკრატიული ხარისხი ევროპაში ისევ დაუბრუნდეს იმ ნიშანს, რის გამოც ყოველთვის მიმზიდველი იყო ევროპა. საქართველოც სწორედ ამიტომ ისწრაფოდა მათკენ და დღეს კიდევ რჩება იმედად, რომ მოხდება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების რეაბილიტაცია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ვიყოთ რეალობაზე დაფუძნებული ოპტიმისტები. დღევანდელი ევროკავშირი დაემსგავსა საბჭოთა კავშირს, რაც მიმზიდველი ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება და ვერ დააინტერესებს ვერც ერთ სხვა ქვეყანას,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ესენი ის ადამიანები არიან, ვინც საქართველოს ჯარს ომის დაწყება დააბრალეს, რეზოლუციაში ასახეს და ხელიც მოაწერეს. უცხო არ არის საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ტიპის გალაშქრება და დღესაც, უაპელაციოდ აცხადებენ, რომ საქართველომ მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა
Next: სახელმწიფო დეპარტამენტი ეგრეთ წოდებულ “ფაქტჩეკერებს”, რომლებსაც ცენზორებად მოიხსენიებს, ვიზების გაცემაზე უარს ეტყვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.