Skip to content
28/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ესენი ის ადამიანები არიან, ვინც საქართველოს ჯარს ომის დაწყება დააბრალეს, რეზოლუციაში ასახეს და ხელიც მოაწერეს. უცხო არ არის საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ტიპის გალაშქრება და დღესაც, უაპელაციოდ აცხადებენ, რომ საქართველომ მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა

მარშალ პრესი 04/12/2025
irakli kadagishvili

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უაპელაციო ბრალდებაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აქციების დროს აკრძალული ნივთიერება გამოიყენა.

ქადაგიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მტკიცებულებების გარეშე ბრალდებაზე ამბობს, რომ საგულისხმოა, „ამას ის ადამიანები ამბობენ, რომლებმაც საქართველოს წინაშე ძალიან სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს“ და იხსენებს ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელსაც ხელი მოაწერეს.

ქადაგიშვილის თქმით, „ასეთი ხალხისგან არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ისინი საქართველოს სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ, მათ შორის, BBC-ის დოკუმენტური ფილმის გარშემო“.

დეპუტატი ამბობს, რომ მათთვის საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ტიპის გალაშქრება უცხო არ არის.

„ჩვენ უნდა შევაფასოთ, პირველ რიგში, ვინ აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ამ კამპანიას. ეს არიან ის ადამიანები, ვინც თავის დროზე საქართველოს ჯარს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება დააბრალეს და ეს განცხადებები უმაღლესი ტრიბუნიდან გაკეთდა. შემდეგ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასახეს და ხელიც მოაწერეს. ამიტომ, მათთვის უცხო არ არის საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ტიპის გალაშქრება და დღესაც სწორედ ეს ადამიანები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქიმიური მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არის აკრძალული, გამოიყენა საქართველომ. მაგრამ, მაშინდელი დროისგან განსხვავებით, დღეს მათ ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმიტომ, რომ დღეს საქართველო და საქართველოს სახელმწიფო სულ სხვა განვითარების დონეზეა“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Post navigation

Previous: კონსტანტინე ჩახუნაშვილი- სტატიის პირველი ვერსია ჟურნალ medical toxicology-ში შევიტანეთ, თუმცა გადაწყდა, რომ ჩვენი პროფილი არ იყო. შემდეგ შევიტანეთ სხვა ჟურნალში, რომელმაც გვითხრა, რომ პოლიტიკური დისკურსი ამოგვეღო, რაზეც უარი ვთქვით
Next: მჯერა, რომ ევროპაში თავად ამომრჩეველი შეცვლის პოლიტიკურ ელიტას და 2030 წლისთვის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები გაიმარჯვებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.