Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებულია

მარშალ პრესი 03/12/2025
01

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის მიმდინარე მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მისი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. 

ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს მე-4 ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის  სამხედრო მოსამსახურეები შეხვდნენ.  გამარჯვება ეროვნული გვარდიის გუნდმა მოიპოვა.

მეორე ადგილზე მე-4 ქვეითი ბრიგადა, ხოლო  მესამე ადგილზე მე-2 ქვეითი ბრიგადა გავიდა. გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრმა გადასცა. სამივე ადგილზე გასული გუნდების წევრები კი, მედლებით დაჯილდოვდნენ. ასევე, გამოვლინდა „საუკეთესო ფეხბურთელი“ და „საუკეთესო მეკარე“.

თავდაცვის სამინისტროში  ტურნირი მინი ფეხბურთში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 16 გუნდი მონაწილეობდა. 

ტურნირი მინი ფეხბურთში  ყოველწლიურად ტარდება, რაც სამხედროებში  ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

Post navigation

Previous: ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, გამართული მენეჯმენტი, ძლიერი ინსტიტუტები და კორუფციისგან თავისუფალი გარემო, მოლდოვაში არის უმძიმესი პრობლემები, ინსტიტუტების სისუსტე, მაღალი დონის კორუფცია, თუმცა გვესმის უხეში განცხადებები, თითქოს მოლდოვა არის ჩვენზე წინ, ფაქტები ადასტურებს ყველაფერში საპირისპიროს
Next: თავდაცვის ძალების მეთაური საფრანგეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.