Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, გამართული მენეჯმენტი, ძლიერი ინსტიტუტები და კორუფციისგან თავისუფალი გარემო, მოლდოვაში არის უმძიმესი პრობლემები, ინსტიტუტების სისუსტე, მაღალი დონის კორუფცია, თუმცა გვესმის უხეში განცხადებები, თითქოს მოლდოვა არის ჩვენზე წინ, ფაქტები ადასტურებს ყველაფერში საპირისპიროს

მარშალ პრესი 03/12/2025
irakli kobakhidze

ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, გამართული მენეჯმენტი, ძლიერი ინსტიტუტები და კორუფციისგან თავისუფალი გარემო, მოლდოვაში არის უმძიმესი პრობლემები, ინსტიტუტების სისუსტე, მაღალი დონის კორუფცია, თუმცა გვესმის უხეში განცხადებები, თითქოს მოლდოვა არის ჩვენზე წინ, ფაქტები ადასტურებს ყველაფერში საპირისპიროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოლდოვის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოლდოვურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკვე გამოქვეყნდა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, საქართველომ 5 წელიწადში მოლდოვასთან ეკონომიკაში სხვაობა გაზარდა 12,5 მილიარდი დოლარით.

„ეს არის უზარმაზარი სხვაობა. დაახლოებით 3 მილიარდი დოლარით გაიზარდა შესაბამისად სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ბიუჯეტებს შორის. ეს ეფუძნება იმას, რომ ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, გამართული მენეჯმენტი, ამასთან ერთად გვაქვს ძლიერი ინსტიტუტები და კორუფციისგან თავისუფალი გარემო. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველოში ეკონომიკა ბევრად უფრო სწრაფად იზრდება. ამისგან განსხვავებით, მოლდოვაში არის უმძიმესი პრობლემები, ეს ყველაფერი გამოიხატება ეკონომიკაში, არის ინსტიტუტების სისუსტე, მაღალი დონის კორუფცია. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მოლდოვას უჭირს საკუთარი ეკონომიკის განვითარება, თუმცა გვესმის უხეში განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მოლდოვა არის ჩვენზე წინ. ფაქტები ადასტურებს ყველაფერში საპირისპიროს. ეს ეხება როგორც ეკონომიკას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კორუფციისგან თავისუფლებას და ნებისმიერ სხვა პარამეტრს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება, შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე
Next: საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.