Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში არსებულ საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს

მარშალ პრესი 02/12/2025
592101146_1291834739652649_8690513427180026339_n

დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში არსებულ საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს.

ამ ეტაპზე, მიწისქვეშა სამუშაოები სამ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. 22-ე, 130-ე და 140-ე საჯარო სკოლებში სანიაღვრე სისტემა ეწყობა.

გარდა ამისა, გამგეობამ რაიონში არსებულ შვიდ საჯარო სკოლაში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა, გაკეთდა სკოლების დაზიანებული სახურავები და წყალსაწრეტი მილები, მოწესრიგდა გათბობის სისტემა, მოეწყო ღობეები, საკლასო ოთახებსა და დერეფნებში, ასევე, მოწესრიგდა იატაკი.

სამუშაოების დასრულების შემდგომ, სკოლების ტერიტორიაზე ასფალტის საფარიც მოწესრიგდება.
მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 505 000 ლარია გამოყოფილი.

სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი თბილისის საკრებულოს დიდუბისა და დიღმის მასივის მაჟორიტარ დეპუტატებთან გივი ჩხარტიშვილთან და შოთა ქევხიშვილთან ერთად გაეცნო და სკოლის დირექტორებს შეხვდა.

Post navigation

Previous: ფედერიკა მოგერინი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ ხარისხს უწუნებდა, კორუფციული სკანდალის მთავარი ფიგურაა
Next: ალეკო ელისაშვილის ქმედება და „ბიბისის“ ფილმი უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.