Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფედერიკა მოგერინი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ ხარისხს უწუნებდა, კორუფციული სკანდალის მთავარი ფიგურაა

მარშალ პრესი 02/12/2025
zurab kadagidze

პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ფედერიკა მოგერინის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. “როგორ გვმოძღვრავს ბრიუსელის ბიუროკრატია “ღირებულებების” ღალატის გამო, როგორ აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას ყოველ მეორე დღეს და თვითონ კი სწორედ იქ – კისრამდე ნაგავში ტივტივებენ”- წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ბრიუსელის მდგომარეობა ქართულ ანდაზას ახსენებს. “ფედერიკა მოგერინის საქმეზე, ქართული გამოცანა გამახსენდა – “გარეთ ატლასი, შიგნით ათასიო”… როგორ გვმოძღვრავს ბრიუსელის ბიუროკრატია “ღირებულებების” ღალატის გამო, როგორ აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას ყოველ მეორე დღეს და თვითონ კი სწორედ იქ – კისრამდე ნაგავში ტივტივებენ. მოგერინი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ ხარისხს უწუნებდა, კორუფციული სკანდალის მთავარი ფიგურაა. აი ეს არის ე.წ. “ბრიუსელის პრინციპულობის” ნამდვილი სახე: გარედან ატლასი – ქადაგება ევროპულ ღირებულებებზე და შიგნიდან ათასი – სიბინძურე და კორუფცია!”- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ბოლომდე რომ არ გამოგიკვლევია და ავრცელებ ინფორმაციას სხვა ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ, ამაზე სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს შესაბამისი მუხლი
Next: დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში არსებულ საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.