Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პროკურორი „მტკვარი ჰესის“ საქმეზე: დანაშაული გულისხმობს ორგანიზაციის და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, თავისი ფუნქციებისადმი ზერელე დამოკიდებულებებს, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი გამოიწვია

მარშალ პრესი 02/12/2025
mikheil sadradze

დღევანდელი სისხლის სამართლის საქმე ეხება ეგრეთ წოდებული მტკვარი ჰესის პროექტს, სადაც გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება გულისხმობს გულგრილობას. დანაშაული გულისხმობს ორგანიზაციის და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, თავისი ფუნქციებისადმი ზერელე, გულგრილ დამოკიდებულებებს, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი გამოიწვია, – განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებთან, ე.წ. მტკვარი ჰესის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით საუბრისას.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამ დანაშაულის შინაარსი ძალიან მარტივად, დოკუმენტურად და სამართლებრივად დასტურდება.

„დღევანდელი სისხლის სამართლის საქმე ეხება ეგრეთ წოდებული მტკვარი ჰესის პროექტს, სადაც გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება გულისხმობს გულგრილობას. ამ დანაშაულის არსი ძალიან მარტივად არის დადასტურებული, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დასტურდება დოკუმენტურად და სამართლებრივად. ამ დანაშაულის შინაარსი არის შემდეგი: გულისხმობს ორგანიზაციის და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, თავისი ფუნქციებისადმი ზერელე, გულგრილ დამოკიდებულებებს, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი გამოიწვია, ეს არის როგორც ფინანსური ასევე პროექტის არაგონივრულ ვადებში გაწელვა და მისი მომგებიანობის საკმაოდ შემცირება“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
Next: იმდენად მძიმე შხამი გამოიყენეს, რომ ქვებიც კი კოროზირდა, ფოთლებმა ფერი იცვალეს – აქციის მონაწილე გიორგი რომელაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.