Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

შემოსავლების სამსახური: ,,ყაზბეგის” დანიშნულებით მიმავალმა სატრანსპორტო საშუალების მფლობელებმა შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთონ საბაჟო გამშვები პუნქტები – ,,წითელი ხიდისა“ და „ლაგოდეხის’’ გავლით

მარშალ პრესი 27/06/2022
ყაზბეგი

რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა შესაძლებელია ისარგებლონ და საზღვრის კვეთის პროცედურები განახორციელონ საბაჟო გამშვები პუნქტები – ,,წითელი ხიდისა“ და „ლაგოდეხის’’ გავლით. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, ,,ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარეებმა (,,თერგი“ და ,,დევდორაკი“) დააზიანეს რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს (დარიალი-ლარსის 165-ე კილომეტრი), საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი.

ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას.

Post navigation

Previous: მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ყველაზე მეტად სჭირდება ძლიერი ინსტიტუტები და ეს მოწოდებები, რასაც ჩვენ ვისმენთ, სწორედ ამის წინააღმდეგაა მიმართული
Next: G7-ის ლიდერებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ რუსეთმა ბელარუსს Iskander-M-ის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები შეიძლება გადასცეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.